ანდრეი კურაევი “მე შარლი ვარ”, რატომ?

პირველი – მე თუ ადამიანს რაიმეს ვთავაზობ, პირველ რიგში თვითონ უნდა ვიყო ამისთვის მზად.
მეორე- რადგან უფლებას ვიტოვებ ვაკრიტიკო სიკვდილის რელიგია და ბომბები, ე.ი. მზად ვარ მათი შემდგომი მსხვერპლების სიაში ჩავეწერო. სხვათა  შორის მამა დანიელ სისოევის მკვლელობის შემდეგ ისლამის ფორუმებზე სკანდირებდნენ – „კურაევი შემდეგია“! ტერორის მიზანი შიშის დათესვაა. ამიტომ მილიონობით ადამიანი, რომელიც ამბობს – „ მე შარლი ვარ“ იმის მტკიცებულებაა, რომ ტერორისტების ტყვია მიზანს ასცდა.
მესამე –  ჩადენილი მკვლელობების გამართლებით, თქვევ ვერ შეძლებთ მათი  შემდგომი ტოტალური პრეტენზიების შეჩერებას. ამ პუბლიკას შეურაცჰყოფს ყველაფერი, რაც მათი შარიათის მიხედვით არ კეთდება, მათ შორის ჯვარიც და ათასობით გამართული აქციებით დაამტკიცეს, რომ მათ „წმიდათაწმიდა მრისხანებას“ საზღვარი არ აქვს.
მეოთხე – არსებობს ქრისტიანული ეთიკის საწყისი, რომელიც მოითხოვს ცოდვის და ცოდვილის ერთმანეთისგან განსხვავებას. არ ვდაობ, რომ კარიკატურები საზიზღარი და მდაბიოა, მაგრამ ამისათვის ადამიანები დახოცეს !
მეხუთე – ჩემთვის ქრისტიანული ეთიკის არსი მარინა ცვეტაევას (სამოქალაქო ომის დროს დაწერილ) ლექსშია:” Ненависть ниц!-Сын раз в крови”! ჩემს სახელმძღვანელოში მე მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მიერ მოთხრობილი ისტორია მომყავს:
რუსეთის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა წითლებმა აიღეს. ამ ქალაქში თეთრი ოფიცრის ცოლი იმყოფებოდა ორი მცირე წლოვანი ბავშვით, ის გარეუბანში მიტოვებულ ქოხში დაიმალა და გადაწყვიტა დალოდებოდა დროს, როცა გაქცევას შესძლებდა. რამდენიმე დღის შემდეგ საღამოს კაკუნი შემოესმა, შეშინებულმა კარი გააღო და თავისი ტოლი ახალგაზრდა ქალის პირისპირ აღმოჩნდა. სტუმარმა სახელით მიმართა და უთხრა: უნდა გაიქცეთ, რადგან გაგცეს და ამაღამ თქვენს წასაყვანად მოვლენ…
სასოწარკვეთილმა დედამ თავის პატარები დაანახა სტუმარს – როგორ გავიქცე, ბავშვები სწრაფად ვერ ივლიან და დაგვიჭერენ!… და მაშინ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მხოლოდ მეზობელი იყო, გარდაიქმნა იმ დიად ქმნილებად – რომელიც სახარებაში მოყვასად მოიხსენიება. მან გაიღიმა და უპასუხა: არა! თქვენ არ დაგიწყებენ ძებნას, რადგან თქვენს მაგივრად მე დავრჩები… კი მაგრამ – თქვენ დაგხვრიტავენ ! – აღმოხდა გაოგნებულ დედას. სტუმარმა კვლავ გიღიმა: დიახ! მაგრამ მე შვილები არ მყავს… დედა – შვილი გაიქცა, ახალგაზრდა ქალი კი დარჩა. ფაქტიურად ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით: გვიან ღამით ოფიცრის ცოლს მიაკითხეს, იქ მის მაგივრად მათ ახალგაზრდა ქალი ( მას ნატალია ერქვა) დახვდათ და ის დახვრიტეს!
მოდი წარმოსახვას გასაქანი მივცეთ და ეს ყველაფერი სახარებისეულ ხატებად წარმოვიდგინოთ. დედა წავიდა, ნატალია კი მარტო დარჩა ქოხში, სადაც ციოდა, ბნელოდა და სადაც მას წინ არაფერი ელოდა გარდა დაუმსახურებელი, ნაადრევი, უაზრო, ძალადობრივი და სხვისთვის განკუთვნილი სიკვდილისა, რომელიც მისი მხოლოდ მოყვასის სიყვარულის გამო გახდა. საკმარისი იყო ზღურბლზე გადასულიყო, რომ ისევ ნატალია გამხდარიყო და არა ის ქალი, ვის გამოც თავი დადო. მაგრამ ის თავის ნებით და დიდი სიყვარულით დარჩა სიკვდილის წრეში. ალბათ ბევრი კითხვა უტრიალებდა თავში იმ საშინელ ღამეს: თუ დედამ გაასწრო და შვილები გადაარჩინა, მაშინ ღირს ამ გეთსიმანიის ღამის გადატანა და დახვრეტაზე წასვლა; მაგრამ ვაი თუ ეს ყველაფერი ამაოა? იქნებ უკვე დაიჭირეს და დახვრიტეს, მაშინ ღირს კი ეს უაზრო თავგანწირვა?…ადვილი წარმოსადგენია რამდენჯერ გაუელვებდა თავში: ტყუილად ხომ არ ვკვდები?… და ამ კითხვაზე ის პასუხიც არ მიუღია, რომელიც ნათლიმცემელს ეუწყა.
ნატალიას შეეძლო ქოხიდან გასვლა და ისევ ნატალიად დარჩენა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა! მისი ხატება ჩვენშიც ბადებს კითხვას: მერე რა მოხდა? რისთვის მოკვდა? ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს: პირველი- „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავის მეგობრისათვის“ (იოან.15:13) დედა და შვილები რომც დაღუპულიყვნენ, ნატალიამ მაინც ბოლომდე აღასრულა აღთქმა: „ ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“ (გალ 6:2) ნატალიამ დედა-შვილის ჯვარი იტვირთა და ეს საკმარისი აღმოჩნდა.
არის მეორეც- ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, დედა-შვილი გადარჩა, მას შემდეგ დიდხანს იცოცხლეს და მთელი ცხოვრება ნატალიას სიკვდილის ნათელში განვლეს. ერთხელ ამ ქალბატონმა (დედამ) მითხრა: ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სწორად ცხოვრებით ნატალიას სიკვდილს გამოვისყიდით…ამ ოჯახმა ნატალიაზე არაფერი იცოდა გარდა იმისა, რომ მათ გადასარჩენად მან თავი გასწირა. მაგრამ იცოდნენ, რომ სახარების მიხედვით მისი სიცოცხლე – „იგი ყოველ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყოველ მწვნილეულზე დიდია და ხეცდ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს“(მათ.13:32) მდიდარ ნაყოფს გამოიღებდა.
ამ სამმა ადამიანმა, რომლებიც ნატალიამ გადაარჩინა, მიზნად დაისახა მისი სიცოცხლის ნაყოფი გამხდარიყო. (მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი -„ თავგანწირვა სიყვრულისთვის“).
შეიცვლებოდა ამ ისტორიის არსი, თუ ჯალათები წითლების ნაცვლად თეთრგვარდიელები იქნებოდნენ? რა თქმა უნდა არა, ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლა დგას.
მოკლედ, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე „შარლის ავტორი“ ჩემში ზიზღს გამოიწვევდა (რაღა თქმა უნდა რაიმე რომ მცოდნოდა ამ გამომცემლობის შესახებ). მაგრამ სისხლი ყველაფერ ცვლის! ფრანგმა ფონემებმა ახალი კავშირები და ასოციაციები წარმოშვეს. ამ უღმერთო ფრანგებმა თავისი სისხლით დაიცვეს ქრისტიანთა უფლება, ქედი არ მოუხარონ ისლამის ტერორს. აი, ის მართლმადიდებლები, რომლებიც ამ კარიკატურების ტირაჟირებას ახდენენ, ისლამისტ მანიპულატორებს ემსგავსებიან. იღებენ ევროპულ ნაკლებად ცნობილი გაზეთის ნახატს და აკურატულად აჩეჩებენ პაკისტანელ და იემენელ მუსულმანს: „ნახეთ ეს გიაურები რას გვიბედავენ“!
სამწუხაროდ მართლმადიდებლური ინტერნეტ-სივრცე ძალიან უახლოვდება პაკისტანურ სტანდარტს: “ამისთვის უნდა მოკლა“! დაუბრუნდეთ კითხვას, რომელსაც მე 2012 წელს ვსვამდი (ფუსი რიოტის ირგვლივ ატეხილი მასობრივი გამხეცების გამო).რამდენად შორს შეიძლება წავიდეს თანამედროვე მართლმადიდებლების აღშფოთება“რელიგიური გრძნობების“ დასაცავად და რა რაოდენობის მკვლელობა და ძალადობა შეუძლიათ გაამართლონ ამისთვის? თქვენ გრძნობებს პრობლემები შეექმნათ? ნუ გერიდებათ, ისაუბრეთ ამის შესახებ. თქვენს ოცნებებში და სიზმრებში ვისი დასჯის და დანაწევრების სურვილები გიჩნდებათ?
წყარო (ქართული თარგმანისა): http://www.faith.ge/?p=405
პირველწყარო (რუსულენოვანი): http://diak-kuraev.livejournal.com/738242.html
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s