დემაკოპულოსი გიორგი – მართლმადიდებელი ფუნდამენტალიზმი

გიორგი ე. დემაკოპულოსი. ისტორიული თეოლოგიის პროფესორი; ფორდჰემის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი) მართლმადიდებელი ქრისტიანული კვლევის ცენტრის დირექტორი და თანადამფუძვნებელი.
მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი ეკლესიის მამათა თაყვანისცემაა, რომლებიც იყვნენ, არა მხოლოდ სიწმინდის მაგალითნი, არამედ თავიანთი დროის უდიდესი მოაზროვნეები. წმ. ბასილი დიდის, წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის ნაწერები იყო და ყოველთვის დარჩება მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებისა და რწმენის განუყოფელ გზამკვლევად.
ამგვარად, შემაშფოთებელია,  ბოლო დროს, ამდენი სასულიერო პირისა და ბერის, საჯარო განცხადებები, რომელიც ეკლესიის მამათა მიმართ  „ფუნდამენტალისტურ“ მიდგომას ასახავს.
როგორც სხვა ფუნდამენტალისტური მოძრაობები, მართმადიდებელ ფუნდამენტალიზმს ყველა თეოლოგიური სწავლება თეოლოგიურ აქსიომებამდე დაყავს, ხოლო შემდეგ სხვათა ღირებულებას ამ აქსიომების მიხედვით აფასებს. როგორც წესი, ეს აისახება ბრალდებებში, რომლებიც პირებს, დაწესებულებებს, ან მართლმადიდებელი ეკლესიის გარკვეულ განშტოებებს წაეყენება, როგორც ამ წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის ვერ დაკმაყოფილება. მაგალითად, როდესაც ვოლოსის თეოლოგიურმა აკადემიამ, ცოტა ხნის წინ, მოიწვია საერთაშორისო კონფერენცია, რათა განეხილა წმინდა მამათა როლი თანამედროვე ეკლესიაში, საბერძნეთის ეკლესიის რადიკალურმა ოპორტუნისტებმა აკადემია და მათი ეპისკოპოსი ერესში დაადანაშაულეს.
ძირითადი ინტელექტუალური შეცდომა მართმადიდებელ ფუნდამენტალიზმში მდგომარეობს იმ დაშვებაში, რომ ეკლესიის მამები თანხმდებოდნენ ყველა თეოლგიურ და ეთიკურ საკითხებზე. ეჭვგარეშეა, ეს შეცდომა დაკავშირებულია სხვა თანაბრად ყალბ ვარაუდთან, რომ მართმადიდებელი თეოლოგია არასდროს შეცვლილა – ფაქტია, რომ ის შეიცვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნებოდა საჭიროება, წმინდა მამებს მსოფლიო კრებებზე კონსენსუსისათვის მიეღწიათ.
როგორც ფუნდამენტალიზმის ბოლოდროინდელმა კვლევამ დადგინდა, ირონიაა,  რომ მოდერნიზმის ხრწნისგან მართმადიდებლობის დამცველი  ფუნდამენტალისტებისეული მართლმადიდებელი ქრისტიანობის ხედვა  თავისთავად არის ძალიან მოდერნისტული მოვლენა. სხვა სიტყვებით, მართლმადიდებლობა არასდროს ყოფილა ისეთი, როგორც ამას ფუნდამენტალისტები აცხადებენ.
მართლაც, ქრისტიანული ისტორიის ყურადღებით წაკითხვა და თეოლოგია ნათელს ხდის, რომ ეკლესიის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდანი ერთმანეთს არ ეთანხმება – დროდადრო საკმაოდ მძაფრადაც კი. წმ. პეტრე და წმ. პავლე იმყოფებოდნენ წინააღმდეგობაში წინადაცვეთაზე. წმ. ბასილმა და წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველმა იკამათეს, თუ რომელი იყო საუკეთესო გზა სულიწმინდის ღმრთაებრიობის აღიარებისათვის ხოლო წმ. იოანე დამასკელმა, რომელიც ცხოვრობდა მონასტერში, ისლამურ ხალიფატში, მიატოვა წინარე ჰიმნოგრაფიული ტრადიცია, რათა შეემუშავებინა ახალი, რომელიც მისი სოციუმის საჭიროებას ასახავდა.
მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტები ეკლესიის მამების თავიანთ რედუქციულ კითხვას დამატებითი უზუსტობებით ამყარებენ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული განცხადებაა, რომ სამონასტრო ცხოვრება ყოველთვის იყო მართლმადიდებელი სწავლების დამცველი. სხვები ამტკიცებენ, რომ წმინდა მამები იყვნენ განათლების წინააღმდეგნი  და მესამენი ამტკიცებენ, რომ მამათა სწავლების მიმართ ერთგულება მოითხოვს ყოველივე დასავლურის უარყოფას. თითოეული ეს მტკიცება აშკარად ცრუა კონკრეტული მიზეზის გამო, მაგრამ ისინი იმ იდეოლოგიური მასკარადისთვისაა დამახასიათებელი, რომელიც თანამდროვე სამყაროსგან თავის დაღწევას ლამობს.
მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტთა მზაკვრული საფრთხე ისაა, რომ ისინი ჩიხში აქცევენ განსხვავებას ტრადიციასა და ფუნდამენტალიზმს შორის. ტრადიციის პოლიტიკურიარაღად გამოყენებით, იდეოლოგს მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავს ისინი, ვისაც რელიგიური ლიდერების უცდომელობაში ეჭვი არ შეაქვს.
იმ დროს, როცა ამდენი ახალგაზრდა ადამიანი საერთოდ უარს ამბობს რელიგიის წიაღში ყოფნაზე, ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის ზრდას ჩვეულებრივ სამრევლოებში საქმე იქამდე მიყავს, რომ ჩვენი შვილები არჩევანს აკეთებენ რელიგიურ ექსტრემიზმსა და არარელიგიურობას შორის.
ახლა დროა, მართლმადიდებელმა იერარქებმა და საერო ლიდერებმა საყოველთაოდ აღიარონ, რომ ეკლესიის მამების მომხიბლაობას და მნიშვნელობას არ წარმოადგენს ფიქსირებული სქემები და საკუთარი თავის განდიდება. მამების მნიშვნელობა მათ მიერ ღმერთის გულწრფელ და სულის შემძვრელ ძიებაშიდა მასთან (ღმერთთან) სამყაროს გაზიარებაშია. ფუნდამენტალისტების მიერ მამების და ბიბლიის კითხვას არასდროს მიჰყავს ღმერთამდე, მხოლოდ კერპთთაყვანისცემამდე.
ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ჯინჯოლავამ
გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე: http://www.orthodoxtheology.ge/martlmadidebelifundamentalizmi/
სტატიის ორიგინალი: https://blogs.goarch.org/blog/-/blogs/orthodox-fundamentalism
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s