ოპტინელ ბერთა ლოცვა

“ღმერთო, მომეცი ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს თითოეული დღე, რადგან ყოველივე შენი წმინდა ნებით აღესრულება. მომეც მე ძალა, რათა სრულიად მივენდო შენს მიუწვდომელ სიბრძნეს. მომანიჭე იმის მიხვედრის უნარი თუ როგორია შენი წმინდა ნება ყოველ საათსა და ყოველ წუთს. წარმართე ჩემი ყოველი აზრი და გრძნობა. მასწავლე მე კეთილგონიერი ქცევა, გულწრფელი, სამართლიანი და ლმობიერი ურთიერთობა ადამიანებთან.
ღმერთო, მომეცი ძალა, რათა უდრტვინველად ავიტანო ტვირთი ყოველი დღისა. გიხმობ, რათა წარმართო ჩემი თავისუფალი ნება. უფალო იესო ქრისტე, მომანიჭე უნარი თანაბარი სიყვარულისა ყველა ადამიანისადმი და დამიცავი უკადრისი ბოღმისა და შურისგან. მომეც სიმშვიდე ზეციური და განამტკიცე ჩემი რწმენა შენდამი!”
შენიშვნა: ეს ლოცვა მართლმადიდებლურ “ლოცვანებში” მოხსენიებულია, როგორც ოპტინელი ბერების ლოცვა, თუმცა ცნობილი ინგლისელი მართლმადიდებელი თეოლოგი, მიტროპოლიტი კალისტოს უერი მას წმინდა ფილარეტ მოსკოველის (დროზდოვი) დაწერილად მიიჩნევს, რომელიც, თავის მხრივ, “დასავლურ ნიმუშს ეყრდნობა” (იხ. მისი წიგნი: Каллист Уэр. Православная Церковь. М., ББИ, 2001, გვ. 314). ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად რომელი ქრისტიანი მოღვაწეა ამ ბრწყინვალე სიტყვების ავტორი.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s